არჩევნების "სავარაუდო გაყალბების ბრალდებებზე" ცესკო პრეზიდენტის და სხვა პირების განცხადებებზე გამოძიებას ითხოვს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პროკურატურას მიმართავს, გამოიძიოს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა და სხვა პირების განცხადებები არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ.

"იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას", - წერია ცესკოს განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მზაობას გამოთქვამენ გამოძიებასთან თანამშრომლობისთის.

ამასთან, ცესკო აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია "განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა".

"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო", - წერს ცესკო.

To start learning, sign up for free.