აუდიტორია I - 1
– შენ სკოლასთან იდექი, მაქსიმუმ ოცი წუთი დამჭირდეს, მიყვარხარ... გშია? გაჭმევ სადმე... კარგი, დე, მიყვარხარ... მოიცა, პოლიციაა, ვერ გელაპარაკები, არ დაკიდო... მალე მოვალ... მიყვარხარ... ვკიდებ, გკოცნი.
– რამდენ მიყვარხარს ეუბნები.
– რას ვეუბნები?
– მიყვარხარს…
– მართლა? ვერც ვაფიქსირებ.. მებუტება, რომ ვაგვიანებ. ლოდინს ვერ იტანს...
– თვითონ ვერ მიდის სახლში?
– მეცოდება, იცი. როცა დრო მაქვს, რატომ არ უნდა გავუარო. მაღალია, თორემ პატარაა სინამდვილეში. ოღონდ მოძალადეა ცოტა…
– მიყვარხარ...
– მე მეუბნები თუ მბაძავ?
– არ ვიცი, მიყვარხარ.
– ხუმრობ ანუ, გასაგებია.
– კუთხეში ჩამოვალ.
– რომ ვერ მიმყავხარ, ხომ არ გწყინს? სორი.
– არ მწყინს, მიყვარხარ.
– მორჩა, აიკვიატა.
– კარგი. უცებ ჩამოვალ. მიყვარხარ.
– გნახავ ამ კვირაში, პატივცემულო?
– კი, კი.
– ოკი-დოკი.
– არ გკოცნი, გვიყურებენ.
…
– დე, გაიყინე? მოვდივარ, საზიზღარი მოძრაობაა.
საცობში ვდგავარ... ხალხო, რამე მომწერეთ, თორემ დეპრესია მეწყება უმოძრაობისგან.
3 likes