აუდიტორია I - 6 ლაშა ბუღაძე

ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ყურადღების და ინტერესის გამო, ოცი წელია ჟურნალისტიკით ვარ დაკავებული და ამ ხნის განმავლობაში – სხვა და სხვა მთავრობის დროს – ოთხჯერ დამიხურეს ჩემი საავტორო გადაცემა, მაგრამ არც ერთხელ არ მითქვამს ჩემ პროფესიაზე უარი, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი თქვენ სიყვარულს: ჩემი მაყურებლების სიყვარულს, რაც ყოველთვის მაძლიერებდა. ყოველ ჯერზე ამას ვამბობდი ხოლმე: „მე მელოდებიან, ამიტომ უნდა დავბრუნდე!“ გუშინდელ გადაცემას მრავალნაირი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის, აგრესიულიც, რადგან რელიგიური თემების განხილვას საქართველოში ყოველთვის მძაფრი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. ეს არახალია. მაყურებლის ნაწილი გააღიზიანა ეპიზოდმა, როცა მე ბერმონაზონ დიმიტრის დავუსვი შეკითხვა სექსუალური ვნებების კონტროლის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის შესახებ, რამაც მაყურებლის ნაწილის სიბრაზე გამოიწვია – მათ ჩათვალეს, რომ მე მას შეურაცხყოფა მივაყენე, რაც დიდი სიცრუე და უსამართლობაა. სამწუხაროდ, ბერმონაზონ დიმიტრის არა აქვს თავისი გვერდი, თორემ ის თავად გასცემდა საკადრის პასუხს ასეთ ბრალმდებლებს. მე კი ჩემს მაგინებლებს ასე ვუპასუხებ: მე ჩემი სიმართლე მაქვს და ხალხის სიყვარული, თქვენ კი მხოლოდ გესლი და შხამი. მაგრამ მე თქვენც მიყვარხართ, ამიტომ ღმერთმა შეგინდოთ. ერთადერთი ეს მაწუხებს, რომ ჩემმა პატარა ქალიშვილმა ლანძღვა-გინება ნახა მამიკოს ფოტოს ქვეშ და ძალიან შეწუხდა. ეს კი ჩემთვის „წითელ ზღვარს“ სცდება – მე ყველანაირ დამცირებას და შეურაცხყოფას ავიტან, მაგრამ ვინც ჩემს ოჯახს შეეხება, საჯაროდ ვაცხადებ, მიწის ქვეშაც რომ დაიმალოს, მოვძებნი და ნაწილ-ნაწილ ავკუწავ, დავანაწევრებ და მის ოჯახის წევრებს გავუგზავნი. ჩემ შვილებს ნუ ახსენებთ, თორემ სათითაოდ დაგძებნით ყველას და გაჩენის დღეს გაწყევლინებთ. ჩემ მაყურებლებსა და მეგობრებს შევახსენებ, რომ შაბათ საღამოს ისევ თქვენი სტუმარი ვიქნები ტრადიციულად საინტერესო სიუჟეტებით შაბათისპანორამა. მიყვარხართ!

To start learning, sign up for free.