ბევრზე ბევრი
გოგიას ძალიან უყვარს ხილი, ტკბილეული. თუ რამე დაინახა, აღარ არის მოსვენება:
– ბებო, მომეცი ვაშლი! ბევრი ვაშლი მინდა!
ბებო, მომეცი თხილი! ბევრი თხილი მინდა!
ბევრი კანფეტი…
ერთხელ ბებიამ ჩაისვა გოგი კალთაში და დაუწყო ლაპარაკი:
– გოგი, არ მომწონს, თვალხარბი რომ ხარ, სულ ბევრს და ბევრს გაიძახი, აბა ვნახოთ, რა გაქვს ბევრი!
თავი ერთია!
პირი - ერთი!
შუბლი -ერთი!
თვალი- ორი!
ხელი -ორი!
ფეხი -ორი!
გოგია ჩაფიქრებული უსმენდა.
– ბები, შენ დაგავიწყდა, რომ თმა მაქვს ბევრზე ბევრი! - უთხრა გოგიამ.
ბებოს გაეცინა და ბევრი თხილი მისცა.