ჭრიჭინა და ჭიანჭველა

ზაფხული იყო. ჭრიჭინა სოკოს ქვეშ იჯდა და მღეროდა. მან ჭიანჭველა დაინახა. ჭიანჭველას კენკრა მიჰქონდა. ჭრიჭინად დაუძახა:

— როგორ ხარ, მეგობარო?

— კენკრას ვაგროვებ, — უპასუხა ჭიანჭველამ.

— ძალიან ცხელა. მოდი, დაისვენე, მეგობარო! — სთხოვა ჭრიჭინამ.

— არ მცალია! ზამთრისთვის საკვებს ვიმარაგებ, — უპასუხა ჭიანჭველამ.

— სულელი! რა დროს ზამთარია! — გაიცინა ჭრიჭინამ.

ჭიანჭველა მთელ დღეს შრომობდა. შენ საკვებს ეზიდებოდა.

ჭრიჭინა სოკოს ქვეშ იჯდა. ხან მღეროდა, ხან ეძინა.

— სულელი! რა დროს ზამთარია! — დასცინოდა ჭიანჭველას.

— მოდი, დაისვენე! — სთხოვდა ჭრიჭინა ჭიანჭველას.

— არ მცალია! — პასუხობდა ჭიანჭველა.

ჭრიჭინა ჩრდილში იჯდა. ხან მღეროდა, ხან ეძინა.

დედგა შემოდგომა. წვიმდა. ჭრიჭინა ხეზე იჯდა და წვიმას ფოთლის ქვეშ ეფარებოდა.

ჭიანჭველა ისევ შრომობდა. ჭრიჭინა ხან მღეროდა, ხან ეძინა. ისევ დასცინოდა ჭიანჭველას.

ჭიანჭველად შემოდგიმა შრომაში გაატარა. ჭრიჭინად კი შემოდგომა ხეზე გაატარა.

აცივდა. ხეებს ფოთლები გასცვივდა. ციდან თოვლი წამოვიდა. ჭრიჭინა თოვლს ქვის ქვეშ ეფარებოდა.

მან ჭიანჭველა დაინახა და ისევ დაუძახა:

— მოდი, დაისვენე!

ჭიანჭველამ უპასუხა:

— გმადლობ. სახლში მივდივარ. საკვები უკვე ბევრი მაქვს ზამთარს კარგად გავატარებ.

ჭიანჭველა ჭრიჭინას დაემშვიდობა.

ქვის ქვეშ ძალიან ციოდა. თოვდა და ცივი ქარი უბერავდა. ჭრიჭინას ძალიან შიოდა.

ჭრიჭინა ჭიანჭველაასთან მივიდა და სთხოვა:

— კარი გამიღე, მეგობარო, მცივა და მშია. შენთან თბილა, სახლი საკვებით გაქვს სავსე. გთხოვ, ცოტა მაჭამე!

ჭიანჭველამ კი უპასუხა:

— ბოდიში, მაგრამ არ შემიძლია. ვერ გაჭმევ. ჩემი მარაგი ზამთარში უნდა მეყოს.

— ჭკვიანი ჭიანჭველა! სითბოც აქვს და საჭმელეც! მე კი სულელი ვარ! მცივი და მშია!.. — ატირდა ჭრიჭინა.

To start learning, sign up for free.