YouTube
by
nermosh
Translator: Natia Peradze Reviewer: Natalie Saginashvili
თბილისში ცხელა და გადაწყვიტეთ,
რომ წახვიდეთ დასასვენებლად
მთაში ან სოფელში
რიგ შემთხვევაში ყველაზე კარგია
როდესაც საღმოს გემრიელი ვახშმის შემდეგ
ალკოჰოლს მიირთმევთ და მოდის ათასი ფიქრი
იწყებთ ფიქრს პოლიტიკაზე, ქვეყანაზე,
ამა თუ იმ ადამიანის საქციელზე,
შვილების განათლებაზე და ზიხართ,
შეიძლება საერთოდ ხმასაც არ იღებდეთ
და თქვენს ფეისბუქ გვერდს ათვალიერებდეთ
მადგრამ ძალიან ხშირად არის ასეთი მომენტი,
როდესაც კომფორტს მოაქვს
რაღაც განსაკუთრებული ფიქრი.
და იღებ გადაწყვეტილებას რა კარგი
იქნებოდა გეყიდა პატარა მიწის ნაკვეთი,
დაგედგა პატარა სახლი,
სადაც წამოხვიდოდი შაბათ კვირას,
წამოიყვანდი შენს მეგობრებს
მერე ამ სახლს მისცემდი შენს შვილებს,
იქნებოდა ჟრიამული.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი
შენი ფიქრის ნაწილია, ძალიან ბედნიერი ხარ.
არც ბესო იყო გამონაკლისი;
ბესო ჩემი ბიზნეს პარტნიორია,
უნდა წარმოგიდგინოთ ბესო როგორ გამოიყურება,
ის გახლავთ საშუალო სიმაღლის, გამხდარი,
ძალიან ბედნიერი ადამიანია,
სულ მომღიმარი არის ხოლმე
და რაც მთავარია აქვს ერთი ძალიან კარგი
თვისება, არასდროს ეუბნება
მეგობრებს უარს არაფერზე.
ხოდა არ უთხრა თავის მეგობარს უარი
და წავიდა სათევზაოდ ახალციხეში.
ნახა და გაიცნო მწყემსები, რომლებიც
იქვე თავიანთ პირუტყვს მწყემსავდნენ
და დაიწყეს საუბარი.
თევზაობას მოყვა დალევა, და აქ ყველა
დამეთანხმებით, განსაკუთრებით ქალები,
To start learning, sign up for free.
Get started