Gamingსიახლეების დღევანდელ სერიაში გაიგებთ როდის გამოვა AMD-ის ახალი ვიდეობარათები,
განახლების გამოსვლის თარიღს, რომლითაც GTA 5-ი გაუმჯობესდება PC-ზე,
რამდენი Assassin’s Creed შეიძლება გამოუშვას Ubisoft-მა 2025 წელს და ა.შ.
თუმცა სანამ სიახლეებზე გადავალ თქვენ გამოიწერეთ არხი, რომ თამაშების სამყაროში მიმდინარე ამბების საქმის კურსში იყოთ.
ინსაიდერი ტომ ჰენდერსონი ცნობილი ინსაიდერის - ჯეზ კორდენის პოდკასტის სტუმარი იყო, რომელშიც მან Assassin’s Creed-ის სერია მიმოიხილა.
მისი აზრით, 2025 წელს Ubisoft-მა შესაძლებელია ერთბაშად ოთხი Assassin’s Creed-ის თამაში გამოუშვას.
Assassin’s Creed: Shadows-ის 2025 წელს გამოსვლით Ubisoft-ს შეიძლებოდა სხვა თამაშების რელიზის განრიგიც შეეცვალა,
მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ 2025 წელს გამოვა მულტიფლეიერული Invictus-ი, ნოემბერში Black Flag-ის რიმეიქი და მობილური Jade-ი, რომლის გამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის,
თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც თუ ისე დიდიხნის წინ იგივე ჰენდერსონმა ივარაუდა, რომ დიდი ალბათობით Shadows-ის თებერვალში გადადების გამო, Ubisoft-ი დიდი ალბათობით სხვა თამაშების რელიზის თარიღებსაც შეცვლიდა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში Ubisoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, Ubisoft-ი Assassin’s Creed-ის 10 თამაშს გამოუშვებს.
Avatar: Frontiers of Pandora-ს დეველოპერებმა მეორე სიუჟეტური დამატების გამოსვლის თარიღი გამოაცხადეს.
მისი სახელი იქნება Secret of the Spires და ის ხელმისაწვდომი 26 ნოემბერს გახდება.
გეიმერებს დამატებაში ეპიკური საჰაერო ბრძოლები ელოდებათ პანდორის მთიან ზონებში.
წინა სიუჟეტური DLC, The Sky Breaker 16 ივლისს გამოვიდა.
Avatar: Frontiers of Pandora სათავგადასავლო ექშენია, რომელიც 2023 წლის 7 ნოემბერს გამოვიდა, თუმცა მან დიდად ვერც კრიტიკოსების და ვერც გეიმერების სიყვარული ვერ დაიმსახურა.
Playstation Studios-ის ხელმძღვანელმა ჰერმენ ჰიულსტმა განაცხადა, რომ Sony-მ Concord-ის დეველოპერი სტუდიის - Firewalk Studios-ის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
თამაშის წარუმატებლობის შემდეგ Sony სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა,
მაგალითად ადრე კომპანია Concord-ის სხვა ფორმატში გაცოცხლებაზე ფიქრობდა, მაგალითად უფასო ფორმატში, მაგრამ შესაბამისი ვერ იპოვა.
ამის გარდა, საიტ Kotaku-ს თავისმა წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველი გარიგების თანახმად Sony-ს Concord-ის შექმნა 200 მილიონი დოლარი დაუჯდა,
თუმცა ეს მხოლოდ საწყის ეტაპზე - თამაშის სრული ვერსიის შესაქმნელად, საავტორო უფლებების და ახალი სტუდიის საყიდლად იაპონელებს უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოუწიათ.
სექტემბერში გავრცელდა ჭორი, რომლის თანახმადაც Concord-ის ხარჯებმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ჟურნალისტებმა ამ ინფორმაციას მცდარი უწოდეს.
Concord-ი 2024 წლის 23 აგვისტოს გამოვიდა PC-ზე და PS5-ზე, თუმცა დაბალი ონლაინის გამო Sony-მ შუთერი ორ კვირაში დახურა.
ვისაც გაინტერესებთ Concord-ის და Firewalk-ის ისტორია, მაშინ შეგიძლიათ ჩემს მიერ მომზადებულ ვიდეოს უყუროთ, ვფიქრობ ძალიან მოგეწონებათ.
NetherRealm Studios-მა Ghost Face-ის თიზერი გამოაქვეყნდა, რომელიც ძალიან მალე Mortal Kombat 1-ის როსტერს შეუერთდება.
19 ნოემბერს Ghost Face-ზე პირველები წვდომას Kombat Pack 2-ის მფლობელები მიიღებენ, რომელიც დამატება Khaos Reigns-ის კომპლექტში შედის.
იმ მოთამაშეებს, რომლებსაც Kombat Pack 2 არ აქვთ, მათთვის პერსონაჟი მხოლოდ 26 ნოემბერს გამოვა.
შეგახსენებთ, რომ Kombat Pack 2-ში ექვსი მებრძოლი შედის, ესენია:
სექტორი, საირაქსი, ნუბ-საიბოტი, კონანი, ტერმინატორი T-1000 და Ghost Face-ი.
ოქტომბრის დასაწყისში სტუდია Red Barrels-მა განაცხადა, რომ ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა.
მომხდარმა სერიოზული გავლენა იქონია სტუდიის გეგმებზე და ამის გამო დეველოპერებს რაღაც-რაღაცეების შეცვლა მოუწიათ.
ახლა კი სტუდიის წარმომადგენლებმა The Outlast Trials-ის განახლებული საგზაო რუკა და მეორე სეზონის პირველი დეტალები გაავრცელეს.
The Outlast Trials-ის მეორე სეზონში გეიმერებს ახალი სიუჟეტური ხაზები, ჩელენჯები, კატალოგი, მოწინააღმდეგეები, ახალი რუკა და ბევრი ახალი კონტენტი ელოდებათ.
ასევე უნდა გაიმართოს თემატური ივენთი სახელწოდებით Winter Kills.
The Outlast Trials-ის მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის.
გამოქვეყნებული გეგმების თანახმად, ახალმა თავმა სტარტი 2024 წლის ბოლომდე უნდა აიღოს, თუმცა რაღაც-რაღაცეები თამაშში მხოლოდ 2025 წელს დაემატება.
Red Barrels-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერშეტევის დროს მოთამაშეთა პერსონალური მონაცემები არ გაჟონილა, თუმცა სტუდიის შიდა ფაილებზე ბოროტმოქმედებმა წვდომა მაინც მოიპოვეს.
ეს ყველაფერი არ არის.
როგორც ამ კვირაში გახდა ცნობილი სტუდია Lionsgate და Red Barrels-ი ერთად Outlast-ის მიხედვით ფილმს გამოუშვებენ.
პროექტზე როი ლი იმუშავებს, რომელიც ისეთი ფილმების პროდიუსერი იყო, როგორებიცაა “იგი” და “ზარი”.