YouTube
by
nermosh
ჩემს ოცნებებზე მოგიყვეთ
საიდან დავიწყო...
საქანელებიდან ალბათ
ძალიან მიყვარდა საქანელებზე ქანაობა
ძალიან.
ისეთი ბედნიერი ვიყავი მაგ დროს,
ისეთი თავისუფალი, ისეთი მსუბუქი.
ჩემსავით ვერავინ ვერ დაჰქროდა საქანელებზე.
ბიჭები ყირაზე დგებოდნენ
და
მეჯიბრებოდნენ, მაგრამ ჩემთან რას მოვიდოდნენ?!
მერე მივხვდი, რომ უფრო მეტი მინდოდა,
უფრო მეტად ზემოთ, უფრო მეტი თავისუფლება,
მეტი ფრენა.
აი, ეს მინდოდა ზუსტად, თვითმფრინავი და დავიწყე...
გიჟივით ვკითხულობდი ყველაფერს მფრინავებზე, თვითმფრინავებზე
თვითმფრინავის ტიპებში და მექანიზმებში ისე ვერკვეოდი,
ისე მაგრად, გარშემო ყველა გიჟდებოდა.
საერთოდ აღარ მაინტერესებდა სხვა არაფერი.
და მაშინ ატყდა, მარა რა ატყდა.
გარშემო ყველანი დამცინოდნენ
მშობლები სულ გადაირივნენ,
შენ მართლა ხომ არ გააფრინეო, მამაჩემმა მითხრა.
ხალხი რას იტყვისო?
რომ ჩემი ქალიშვილი მფრინავი გამოვიდაო?!
დედაჩემმა-მე და შენ ახლა წყნარად ვისაუბროთო
და მიხვდები, რომ რაღაცა იმაზე არ ოცნებობ, რაც საჭიროაო.
შენ ახლა ყველაზე მეტი, რაც შეიძლება გამოგივიდეს
ეს ბორტგამცილებელი შეიძლება გამოხვიდე და ისიც,
თუ ჩემი სიკვდილი გინდა კი ბატონო, გამოდიო.
დაყვავებით, მაგრამ მაინც დაჟინებით,
ჩაკლეს ჩემში ფრენის სურვილი.
ისე ჩაკლეს, რომ მგონი საქანელებისკენაც საერთოდ აღარ ვიხედებოდი.
ასე მახსოვს.
დავეშვი... არა, დავეხეთქე ღრუბლებიდან ძირს.
ასე მოკვდა ჩემში ფრენის სურვილი და მფრინავობა.
To start learning, sign up for free.
Get started