YouTube
by
nermosh
რჩევები მშობლებს, ბავშვთა ადრეული განვითარება
გამარჯობა! ეს არის გადაცემა „რჩევები მშობლებს“. მე ცირა ვარ
ცირა ბარქაია - ადრეული განათლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი
რატომ?
ადრეული განათლება ჩვენს ცხოვრებას არსებითად განსაზღვრავს
რატომ უნდა მენდოთ?
წლებია ადრეული განათლების სფეროში ვმუშაობ და მშობელთა კონსულტირების გამოცდილება მაქვს
დღეს ჩვენი სასაუბრო თემაა სასკოლო მზაობა
სასკოლო მზაობა
მოდით, ვისაუბროთ რას გულისხმობს სასკოლო მზაობა და როგორ მოვემზადოთ სკოლისათვის
რას გულისხმობს სასკოლო მზაობა ?
სკოლის დაწყება ბავშვია და მისი ოჯახის წევრებისთვის ცხოვრების უნიკალური ეტაპია
შესაბამისად, ამ პერიოდისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. სასკოლო მზაობა გულისხმობს ბავშვის მზაობას
ამავდროულად, ის გულისხმობს მშობლების მზადებას, რომ ხელი შეუწყონ ბავშვის სწავლისა და განვითარების პროცესს
ასევე მნიშვნელოვანია, მასწავლებელი და სკოლა იყოს მზად იმისათვის, რომ კარგად იყოს ინფორმირებული
ბავშვის საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობების შესახებ
და ამის შესაბამისად მოახდინოს საგანმანათლებლო პროცესის ან ფიზიკური გარემოს მორგება ბავშვზე
მოდით დავფიქრდეთ შეკითხვებზე, რომელიც დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ, რა ინეტერსები და რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა არის ბავშვის მოტივაცია. რითი ინტერესდება, რა აღვივებს მის ცნობისმოყვარეობას
ამავდროულად მნიშვნელოვანია, გაერკვეთ, რა სააზროვნო უნარები აქვს ბავშვს. მაგალითად, როგორ ითვისებს ინფორმაციას
ან როგორ ამუშავებს მას
აგრეთვე საინტერესოა, როგორ იაზრებს წაკითხულს, მაგალითად, როდესაც უკითხავთ ზღაპარს, როგორ პასუხობს დასმულ შეკითხვებს
შეუძლია თუ არა მოსმენილის გადმოცემა, პერსონაჟების დახასიათება
როგორ ახდენს ბავშვი ყურადღების კონცენტრირებას. რა არის მისთვის ყველაზე საინტერესო
რა დროს არის ყველაზე მეტად ჩართული და კონცენტრირებული
ამ შეკითხვებზე პასუხით თქვენ გექნებათ ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია, გადასცეთ დაწყებითი კლასის მასწავლებელს
მასწავლებელი რაც უფრო ინფორმირებული იქნება ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესახებ
მით უფრო მარტივად შეძლებს ბავშვისათვის საგანმანათლებლო პროცესი საინტერესო და თუნდაც სახალისო გახადოს
გახსოვდეთ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა
ასევე მნიშვნელოვანია, მას შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოხატოს თავისი ემოციები
მოახდინოს ამ ემოციების სახელდება
ეს შესაძლებლობას მისცემს მას, თვითრეგულირებადი გახადოს საკუთარი ემოციები
რაც მომავალში სასკოლო ცხოვრებაში დაეხმარება
კერძოდ, შეძლებს მასწავლებლებთან, თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებას
ასევე შეძლებს საგანმანათლებლო პროცესში ინტერესითა და ხალისით იყოს ჩართული
ფიზიკური აქტიურობისა და ემოციების გამოხატვის გარდა, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ბავშვის ენობრივ განვითარებას
ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ხელს ვუწყობთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებას
ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ბავშვს დაისწავლოს ახალი სიტყვები
მაგალითად, ცხოველების, ფერების, ფრინველების, ამინდის, სეზონების სახელები
შესაბამისად, მისი ლექსიკური მარაგი გამდიდრდება. ასევე მნიშვნელოვანია, ემოციების სახელდება მოახდინოს ბავშვმა
რაც უფრო მეტად იცის ის სიტყვები, რომელიც მის ემოციებს გამოხატავს, მით უფრო თვითრეგულირებადი ხდება მისი განცდები
და შესაბამისად, ახალ, უცხო გარემოშიც შეუძლია ბავშვს დამოუკიდებლად და თავდაჯერებლად ფუნქციონირება
გახსოვდეთ, რომ სასკოლო მზაობა არ გულისხმობს, თუ რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში წასვლის წინ
ის გულისხმობს, თუ რა უნარებს ფლობს და რაში სჭირდება ბავშვს დახმარება მშობლებისა თუ მასწავლებლის მხრიდან
წინასასკოლო ეტაპზე მნიშვნელოვანია ისეთი უნარების განვითარება
როგორიცაა საკუთარი სახელის ცოდნა, ფიგურებისა და ფორმების ამოცნობა, წაკითხულის გააზრება
To start learning, sign up for free.
Get started