Return as a Different Person | George Kekelidze | TEDxTbilisi

Translator: Nikoloz Mumladze Reviewer: Razmik Badalyan
ბერტოლდ ბრეხტს აქვს ასეთი მოთხრობა, პატარა მოთხრობა:
იყო ერთი კაცი, ლექტორი
დაახლოებით, ჩემსავით ოღონდ ჩემზე უფრო დიდი ასაკის, ბატონი კოინერი.
ერთხელაც ბატონი კოინერი ატარებდა ლექციას ძალადობის წინააღმდეგ.
ის საუბრობდა ამის შესახებ და რახან ამის შესახებ საუბარი ძალიან ადვილია,
ბუნებრივია, არ მოგაცდენთ და მოგაწყენთ.
ერთხელაც, ბატონი კოინერი ესაუბრება სტუდენტებს ძალადობის შესახებ
და დაინახავს, რომ სტუდენტები შეშინებულები იხევენ უკან.
მიიხედავს და შეამჩნევს, რომ მის უკან დგას ძალადობა.
ნუ როგორ, რა ფორმით, ამას არასებითი მნიშვნელობა არ აქვს,
ლიტერატურა გულისხმობს ფანტაზიას და თქვენ გაქვთ ფანტაზია.
ბატონ კოინერს ძალადობა ეტყვის:
„რაზე საუბრობდი შენ ახლა?“
ბატონი კოინერი ეტყვის, რომ მე ვსაუბრობდი ძალადობის სასარგებლოდ და ძალადობა გაქრება.
ამ დროს დაბრუნდებიან სტუდენტები,
ძალიან ნირწამხდარები და ძალადობას, რომელიც გამქრალია, ბუნებრივია,
ძალიან აწყობს მათი ასეთი წამხდარი ნირი.
და ასეთივე კითხვა, რომლითაც მათ მიმართეს ბატონ კოინერს.
„შენ, კაცი, რომელსაც ასე გენდობით,
შენ, კაცი, რომელიც ითვლები ბრძენად და ამავდროულად, პატიოსნად,
როგორ შეიძლება რომ სულ რაღაც ორ წუთში საუბრობდე სრულიად სხვას, ვიდრე მანამდე.“
ბატონი კოინერი ეტყვის ერთ მარტივ ფრაზას: „მე უნდა გავძლო იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ძალადობამ.“
და ამას ახსნის ასევე ერთი ძალიან პატარა და მარტივი იგავით.
რომ აგენტების დროს იყო ვინმე ბატონი ეგე,
იგი იყო პატიოსანი კაცი და ამ პატიოსან კაცს ჰქონდა, ბუნებრივია, ჩვეულებრივი ცხოვრება.
მაგრამ, ერთხელაც მასთან მივიდა აგენტი
და აგენტმა უთხრა: „იქნები ჩემი მონა?“
ეს არ იყო კითხვა, ეს კითხვა უკვე გულისხმობდა პასუხს
და უარის შემთხვევაში, ბუნებრივია, დასჯასაც.
ბატონმა ეგემ არაფერი უპასუხა. უბრალოდ ჩამოართვა ქურთუკი,
დაკიდა. დაუფერთხა.
და შემდეგ ემსახურებოდა ისე, როგორც გულისხმობს ამას ადამიანის მიერ ადამიანის მსახურება.
უსწორებდა ლოგინს, უკეთებდა საჭმელს და ასე შემდეგ.
გავიდა ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი, ოთხი წელი,
ხუთი წელი, ექვსი წელი, შვიდი წელი,
შეიძლება მერვეც.
ბატონი აგენტი გარდაიცვალა.
ბერტოლდ ბრეხტი წერს, რომ ბატონმა ეგემ ბატონი აგენტი გაახვია ჭუჭყიან თეთრეულში,
გადაუძახა ქვესკნელში და უპასუხა: „არა!“