საქართველოს მთავრობა გადაიქცა "კრემლის ქსეროქსად" - უკრაინის საგარეო უწყება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს "საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ".
ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდებმა, რომლებზეც უკრაინაში ომის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოიყენეს, „სიმართლე გააშიშვლა“.
უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, "ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან".