სახიათები

ადამიანებს აქვთ განსხვავებული ემოციები და ხასიათი. ზოგჯერ ჩვენ ვართ ბედნიერები, ზოგჯერ კი – სევდიანები ან გაბრაზებულები. ეს ნორმალურია, რადგან ემოციები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩემი აზრით, კარგი ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ოპტიმისტური ადამიანი ხშირად ხედავს კარგ მხარეს რთულ სიტუაციებშიც. ის ადვილად პოულობს მეგობრებს და სხვებსაც კარგ განწყობას უქმნის. პირიქით, პესიმისტური ადამიანი ხშირად ნერვიულობს და ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდება.

ემოციების კონტროლი ყოველთვის ადვილი არ არის. როცა ადამიანი გაბრაზებულია, შეიძლება თქვას ისეთი რამ, რაც მერე ინანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა. მაგალითად, შეგვიძლია ღრმად ჩავისუნთქოთ, დავისვენოთ ან ვილაპარაკოთ ახლობელ ადამიანთან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ სხვა ადამიანების ემოციებიც. როცა ვინმე სევდიანია, კარგი იქნება, თუ დავეხმარებით და მოვუსმენთ. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენ კეთილი და ყურადღებიანი ადამიანები ვართ.

საბოლოოდ, ემოციები და ხასიათი განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. თუ ვეცდებით ვიყოთ მშვიდები, მეგობრულები და გაგებით სავსეები, ჩვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნება.