სოფლის მაშენებლები
ერთი ძაღლი
და ერთი მამალი დამეგობრდნენ
და გადაწყვიტეს,
სოფელი ავაშენოთო.
ძაღლმა კითხა მამალს:
– როგორ ავაშენოთო?
მამალმა უპასუხა:
– შენ იყეფე,
მე ვიყივლებ
და სოფელიც აშენდებაო.
დაეთანხმა ძაღლი.
მამალი ხეზე შემოფრინდა და
ყივილი დაიწყო,
ძაღლი კი ხის ძირში დადაგა და
ყეფა დაიწყო:
ცოტა ხანში ძაღლი დაიღალა,
წამოწვა და ჩაეძინა
კიდეც...
მამლის ყივილი შორიახლოს მყოფ
მელიას შემოესმა,
გაყვა ხმას, მივიდა ხესთან და
შესძახა მამალს:
– მანდ რას აკეთებო ?
მამალმა უპასუხა:
- რას ვაკეთებ და
სოფელს ვაშენებო
მელიამ უთხრა:
– მეც მიდა თქვენს სოფელში სახლი,
გთხოვ,
ჩამოდი და ადგილი მომაზომინეო.
მამალმა უთხრა:
– აზომვებს ჩემი მეგობარი
აკეთებს,
გააღვიძე და ის დაგეხმარებაო.
მელიას ისე უნდოდა მამლის შეხრამუნება,
რომ წინდაუხედავად მოიქცა:
მივიდა ძაღლთან,
გააღვიძა და უთხრა: