YouTube
by
GiorgiDemuria
ეს ეჭვიანობები და რაღაცა
მერე იმენნა საშინელებაა
- ჯარისკაცი ძალიან საყვარელია - ხო
ხო მარა იმ დღეს მე და ნინაც ვლაპარაკობდით, მართლა ძაან ცუდი გადაცემაა, კატო, რა
გავიგე, რომ ცუდი გადაცემაა, მაგრამ ყველა გადაცემა ცუდია, და აღარ ვიმუშაო საერთოდ?
თქვენ ახლა რაღაცეებს ურევთ ერთმანეთში
გადაცემა რომ საშინელებაა ამას მეც ვიზიარებ
კატო რომ იქ მუშაობს მეც ძალიან არ მომწონს, მაგრამ
ქმარი ულტიმატუმს რომ უყენებს, "იქ არ იმუშაოო" ეს ნორმალურია?
გოგო, ულტიმატუმს იმიტომ უყენებს რომ ცუდი გადაცემაა. თორემ ახლა კარგ ადგილს რომ მუშაობდეს კი არაფერს არ იტყვის.
ეს ჩვენ არ ვიცით
იქნებ გადაცემის ფორმატს იმისთვის იმიზეზებს, რომ კატომ საერთოდ აღარ იმუშაოს
არა, ისეთი არაა
ეს გოგო ძაან სერიოზულია
ვინ გოგო?
შენ გოგო
კარგია, როცა ვიღაცა არის სერიოზულად განწყობილი ესეთი რაღაცეების მიმართ
დაიკიდო!
გადაცემა თუ ქმარი?
ორივე
გინდა, ჩვენ გასწავლით როგორ უნდა დაკიდება? იმენნა დაკიდების დედები ვართ!
კატო, შენ გინდა მუშაობა?
ძაან!
ვაიმე, აი რატომ იკლავს ამ იდიოტური გადაცემისთვის თავს ვერ ვხვდები, რა
ხოდა რაც შენ გინდა ის უნდა გააკეთო! გესმის?
ხო მაგრამ მესამე ქმარსაც რომ გავშორდი აღარ მინდა, ნუ
მეათეს გაშორდი თუ ისეთი არ იქნა როგორიც შენ გჭირდება
არ მინდა ეს გაშორება
ახლა მოგიწევს რაღაცა არჩევანის გაკეთება, კატო
კატო ძაან საყვარელია
აი იმ არჩევანის წინაშე რომ გაყენებს ეს არის პრობლემა, რა
ხვალ გეტყვის: ან მე ან მოკლე კაბა, ან სიგარეტი ან მე, ან სადმე წასვლა ან მე, და აი ესე იქნება დაუსრულებლად
კი, დაბლატავება ახასიათებს კაცებს, ხომ იცი შენ
მოკლედ ძაან ბევრი ვიფიქრე, გუშინ ღამე საერთოდ არ მიძინებია
მერე?
ხოდა კი მიყვარს ჩემი სამსახური, მაგრამ ქმარი მირჩევნია
ხოდა გყავდეს ეგ შენი ქმარი, არსად დაკარგო, კატო
აი ვგიჟდები ამ დამპლებზე, რა
ნეტავ, ხერხემ დამირეკოს და მითხრას: ან მე ან ხმამაღალი სიცილიო
და რას აირჩევ?
To start learning, sign up for free.
Get started